გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს

სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

მათი ცნობით, სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

“ამ წუთებში, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაოებს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს. ადგილზე ასევე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა