გზების დეპარტამენტი - მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი

სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვისა და გზების რეაბილიტაციის სპეციალისტები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ასევე, სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის აჭარის, ქუთაისის ოფისებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ორგანიზებას უწევს ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა