6-8 ივლისს პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართება

6- 8 ივლისს პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. 6, 7 და 8 ივლისს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები ელოდებათ. სხვადასხვა რაიონში დაგეგმილ კონცერტებზე, კინოჩვენებებსა და წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია.

პროგრამის მიხედვით, დღეს, 18:30 საათზე, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის (კიკვიძის) პარკში, ღია კინოთეატრში, დაგეგმილია კინოჩვენება;

19:00 საათზე – შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი / პანტომიმის თეატრი;

21:00 საათზე – კინოსტუდია - დიღომში – ახალი დრამის ფესტივალი / "ცივსისხლიანი" რეჟ: პაატა ციკოლია.

7 ივლისს, 16:00 საათზე – ფესტივალი „თბილისი“ - ჯგუფი „არა“ და ფეხბურთის ჩვენება/ ლისის ტბა;

18:00 საათზე – SOFT EJECT კონცერტი და ფეხბურთის ჩვენება თბილისის ცის ქვეშ/ დედაენის ბაღში;

19:00 საათზე – შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი / პანტომიმის თეატრში;

8 ივლისს, 04:00 საათზე – ახალი დრამის ფესტივალი /კინოსტუდია - დიღომი/ "ღამის სტუმარი" რეჟ: დათა თავაძე;

12:00 საათზე – TBILISI FLEA MARKET / დედაენის ბაღში.

20:00 საათზე – თბილისური ეზო - მანანა მენაბდე / პეტრე ჩაიკოვსკის ქ.3;

22:00 საათზე – ფესტივალი "არტ-გენი" - ნინო ქათამაძე /ეთნოგრაფიული მუზეუმი/;

19:00 საათზე – "ქუჩის მუსიკოსების ტალღა" პრეზენტაცია და პირველი კონცერტი MOKU MOKU; YOUNG GEOGRIAN LOLITAS /რიყის პარკი.

19:00 საათზე – შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი /პანტომიმის თეატრი.

მერიის ინფორმაციით, პლატფორმა „თბილისის ცის ქვეშ“ ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა