ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი (Greenfield) საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნული ბაზის ფორმირება იმ მიზნით დაიწყო, რათა შემდგომში ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან მოხდეს.

„საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მოხდება, რომლებსაც საქართველოსა და სამიზნე ბაზრებზე სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.

სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა