ჭუბერში, მდინარე ნენსკრას დონემ კვლავ მოიმატა, ცოტა ხნის წინ წყალმა კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს.

ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა.

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოვლენების ნებისმერი განვითარებისთვის მზად არიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ 17:00 საათიდან მოსალოდნელია ნალექის მატება, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორსაც ადგილი გუშინ ჰქონდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ასევე მუშაობას განაგრძობს სპეციალური შტაბიც.

იხილეთ ვიდეო: კადრებში ჩანს, როგორ მოგლიჯა ხე ადიდებულმა ნენსკრამ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა