ეკა გიგაური პრემიერს - მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინეთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში

მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინეთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

როგორც გიგაური მიმართვაში აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე მთავრობამ ისეთი კანდიდატი წარადგინოს, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და ამასთანავე, აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობის მომავალი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მართლმსაჯულების სისტემის არსებითი და სრულფასოვანი რეფორმირება იქნება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წლებია სწავლობს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს, როგორც სასამართლო სისტემის, ისე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევის, „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში”, მიგნებებმა შემაშფოთებელი ტენდენციები გამოავლინა, რაც მთავრობის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

წლებია, იუსტიციის მინისტრის არათანმიმდევრული პოლიტიკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ჩართულობით ექვსი წელი მიმდინარეობდა კლანურობის პრინციპით შერჩეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გადაიზარდა და ხელი შეუწყო კორუფციის რისკების ზრდას სისტემაში.

მოგმართავთ თხოვნით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე გაითვალისწინოთ იუსტიციის მინისტრის როლი სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების პროცესში. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე წარადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და ამასთანავე აქვს მკაფიოდ გამოხატული ხედვა, რეფორმის შემდგომი მიმართულებების თაობაზე“, - ნათქვამია პრემიერისადმი ეკა გიგაურის მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა