პროგრამა TAIEX-ის ექსპეტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ევროკავშირის ექსპერტებთან თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირის ექსპერტები, იტალიის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ეკონომიკის საბჭოს წარმომადგენელები: ელიგიო მულუსია და პეტრა ენგელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ნოდარ ხატიაშვილს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს აქვს ვალდებულება აწარმოოს სერტიფიცირებული და ჯანსაღი სათესლე მასალა. შესაბამისად, პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ჩვენს ქვეყანაში სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროცესში“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

სამინისტროს განცხადებით, ექსპერტებმა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის და სანერგეების წარმომადგენლებისთვის სემინარი „სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა საქართველოში“ ჩაატარეს.

სემინარზე ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცედურების და სტანდარტების, კატეგორიების, ჯიშების რეგისტრაციის, საველე ინსპექტირების, ეტიკეტირების, მონაცემთა შეგროვების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წლიდან სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა