ბიზნესკომპანიები საგზაო უსაფრთხოების თემის ირგვლივ ერთიანდებიან

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა საგზაო უსაფრთხეობის თემაზე ტრენერთა ტრენინგი გამართა. კომპანიის ცნობით, ტრენინგში მონაწილეობა სატრანსპორტო სფეროში ჩართულმაკომპანიებმა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა კომპანიებმა მიიღეს. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოება ,,ეიპიემ ტერმინალსის“ პირველი პრიორიტეტია და ამიტომ ამ კუთხით კომპანია არაერთ პროექტს ახორციელებს. ტრენერთა ტრენინგს ფოთის პორტის ტრენერები უძღვებოდნენ.

,,2017 წლის მაისიდან დღემდე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის გამართულ საგზაო უსაფრთხოების ტრენინგს 2700-ზე მეტი მძღოლი დაესწრო. პროექტის მიზანია საქართველოს გზებზე უსაფრთხოების გაძლიერება. აღნიშნული ტრენინგ მოდულის შემუშავება შვეიცარული კომპანია „Fleet Forum“-ის დახმარებით განხორციელდა. ამჟამად, ფოთის პორტმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე ტრენერთა ტრენინგი ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც არასამთავრო ორგანიზაციებმა, ისე ბიზნესკომპანიებმა, ესენია: კრისტალი, გალფი, აჭარა ჯგუფი, სიდა, ნიკორა, M2, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია სენი, ვან თრეველი და სხვა. ჩვენი სურვილია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მეტი ბიზნესი ჩაერთოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ პროექტებში. ჩვენ მზად ვართ, საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა კვლავაც გავუზიაროთ კომპანიებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საპატრულო პოლიცია, UN Global Compact Georgia და საქართველოს საავტომობილო ფედერაცია,“- აცხადებენ კომპანიაში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, უსაფრთხოების თემაზე განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების მიზანი საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა