მამუკა ბახტაძე - ბრიუსელის სამიტიდან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

მომდევნო კვირას ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი. არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემუშავებული დღის წესრიგი იმ პროგრესს ასახავს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებით მიაღწია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესს პარტნიორი ქვეყნები ჯეროვნად დააფასებენ.

"ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში, როდესაც აღნიშნულ ფორმატებს საქართველო ესწრება და მას დაესწრება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. ეს კიდევ ერთი აღნიშვნაა იმ ფაქტისა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება. მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა.

ბრიუსელის სამიტიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, რომ შემუშავებული დღის წესრიგი ნათლად ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ იმ რეფორმებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გატარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამას ჯეროვნად დააფასებენ,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა