შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე ვარიანტის არგუმენტირებულ ესესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე ვარიანტის არგუმენტირებულ ესესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ესეს ფრაგმენტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა - ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მეოთხე ვარიანტის დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია. „ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესესათვის პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა. აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა.

რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ. ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია.

კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები.

დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს.

რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („...ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“)“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა