საკრებულოში ერევნის უხუცესთა საბჭოს დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრები ერევნის უხუცესთა საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოში გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრებს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ერევნის უხუცესთა საბჭოს თერთმეტკაციანი დელეგაცია თბილისში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრის დასასრულს გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

შეხვედრას სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა