თბილისის დინამო“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ ბრალდებას დოკუმენტურად პასუხობს

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ მიერ დღე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლუბიდან აცნობეს, “ბაუ სტარი“„სიცრუეს“ უწოდებს საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ სამშენებლო კომპანიას კუთვნილი კორპუსის მშენებლობა ეკრძალება.

„ბაუ სტარი“ დღევანდელ განცხადებაში „სიცრუეს“ უწოდებს საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ სამშენებლო კომპანიას კუთვნილი კორპუსის მშენებლობა ეკრძალება და არსებული ნაგებობა დემონტაჟს ექვემდებარება. "თბილისის დინამოში" აცხადებენ, რომ სასამართლომ სამშენებლო კომპანია საფეხბურთო კლუბი „თბილისის დინამო“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დოკუმენტურად აქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში განხილვის პროცესშია.

„საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა კომპანია „ბაუ სტარის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ სრული სიცრუეა. კომპანია „ ბაუ სტარი“ დაუყონებლივ მოითხოვს უარყოს „დინამო თბილისმა“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წარმოადგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია დემონტაჟის შესახებ. მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მოსამართლეს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მიუხედავათ ამისა „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ცრუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებით, კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს და მისი საქმიანობა შეაფერხოს.

კომპანია „ბაუ სტარს“ უკვე აშენებული აქვს პროექტით გათვალისწინებული 16 სართული, მიუხედავათ ამისა, „დინამო თბილისის“ იურისტმა სასამართლოზე, მცირე ნაგებობის შესახებ ისაუბრა, რითაც შეეცადა მოსამართლის შეცდომაში შეყვანას. ამ დროისთვის მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართების 80% უკვე გაყიდულია და მობინადრეების სახელზეა რეგისტრირებული“, - აღნიშნავენ კომპანია „ბაუ სტარში“.

იხილეთ გადაწყვეტილება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა