სოფიო კილაძე - ყველა ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კონკრეტული კითხვის ნიშნები რაც დაგვრჩება, მას ავსახავთ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში

მას შემდეგ რაც მოვისმენთ ყველა ინფორმაციას, კონკრეტული კითხვის ნიშნები რაც დაგვრჩება, ამას ბუნებრივია, ავსახავთ დასკვნაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა.

დღეს კომისია შსს-ს წარმომადგენლების დაკითხვას დაასრულებს, რის შემდეგაც პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის დირექტორების დაკითხვას დაიწყებს.

„კითხვები რაც იყო ჩვენი მხრიდან დასმული, თითქმის ყველაზეა გაცემული ამომწურავი პასუხი. ოპოზიციას აქვს გარკვეული კითხვები, რომელსაც ალბათ, მოვისმენთ. თუკი გამოიკვეთება საკითხები, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე კითხვებს დავსვამთ. მას შემდეგ რაც მოვისმენთ ყველა ინფორმაციას, კონკრეტული კითხვის ნიშნები რაც დაგვრჩება, ამას ბუნებრივია, ავსახავთ დასკვნაში“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა