ემანუელ მაკრონი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 10 ივლისს ვიზიტით რუსეთს ეწვევა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრება, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და დაწერა: „შეხვედრამდე სამშაბათს!“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოხარულნი არიან იმით, რომ ემანუელ მაკრონი რუსეთს ეწვევა.

საფრანგეთის პრეზიდენტი 10 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდება და საღამოს უკან დაბრუნდება, ვინაიდან 11 ივლისს, მთავრობის სხდომას უნდა უხელმძღვანელოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა