ლევან დავითაშვილი - ჭუბერში ჰიდრომეტეოროლოგები და გეოლოგები იმყოფებიან, რომელთა შეფასებები სამუშაო პროცესის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია

ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სტიქიის ადგილზე არიან და ისინი საგანგებო შტაბთან კოორდინაციაში მუშაობენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მდინარე ნენსკრა თავის კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია და გარკვეული რისკი არსებობს, თუმცა უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზის თანახმად, ნალექის რაოდენობა თანდათან დაიკლებს.

„იცით, მდინარემ უამრავი ხის მასა სათავესთან ჩამოიტანა. მდინარე უნდა დაუბრუნდეს თავის კალაპოტს და წყლის დონემ უნდა დაიკლოს. რა თქმა უნდა, რისკები რჩება. საგანგებო სამსახური მუდმივად ადგილზეა, რაგან ადიდებული მდინარის გამო სანაპირო ზოლის გამორეცხვის საშიშროება არსებობს. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა ვიდრე არ გამოიდარებს და ამინდი საშუალებას არ მისცემს, იქ ადგილზე სამუშაოების სრული მასშტაბით წარმართვა შეუძლებელია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული სიტუაცია ბოლო დღეებში მაღალმა ტემპერატურამ და მყინვარებზე თოვლის დნობა გამოიწვია. შემდგომ დღეებში კი ასეთი მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, სიტუაცია უნდა სტაბილური გახდეს.

დავითაშვილის განცხადებით, ჭუბერში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, კერძოდ, ჰიდრომეტეოროლოგები და გეოლოგები, ადგილზე იმყოფებიან და მათი შეფასებები სამუშაო პროცესის დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა