კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ინეტრპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ახალ სასამართლო სარჩელს ამზადებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 18 მუხლის თანახმად, საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

„თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელის რომან ფიფიას დავალებით გუშინ, პრესაში მორიგი სიცრუე გავრცელდა. „დიღმის მწვანე ქალაქის“ დემონტაჟის შესახებ 2018 წლის 31 მაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არასდროს არ შესულა. მოსამართლის გადაწყვეტილება „დინამო თბილისის“ წარმომადგენლობამ მედიას არასრულად მიაწოდა და მოსამართლის განჩინების 4 და 5 პუნქტი შეგნებულად დამალა, სადაც განმარტებულია, რომ გასაჩივრების შემთხვევაში დემონტაჟის შესახებ, გადაწყვეტილება ძალაში არ შედის და განხილვა გრძელდება (იხილეთ ბმული).

ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ მხოლოდ იმის გამო გამოიტანა, რომ პროცესს „ბაუ სტარის“ მხარე არ დასწრებია, ვინაიდან კომპანია „ბაუ სტარს“ სასამართლო უწყება გაუგებრობით თუ გამიზნულად არ მიუვიდა.

მას შემდეგ რაც პროცესში ჩვენი იურისტები ჩაერთვნენ, გადაწყვეტილება 2018 წლის 13 ივნისს საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში გასაჩივრდა და პროცესი გრძელდება (იხილეთ ბმული).

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რომან ფიფია კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს. კომპანია იღებს ვალდებულებას ახალი სასამართლო სარჩელი მოამზადოს რადგან ჩვენი მობინადრეები მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ მორალური ზიანი ადგებათ.

„ბაუ სტარი“ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სამშენებლო კომპანიაში გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ტყუილებში შემჩნეული „დინამო თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიაწოდებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა