51-ე სკოლის დირექტორის და მოადგილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე დღეს პირველად გაიგეს, რომ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში ინციდენტი მოხდა, რასაც მანდატური შეესწრო

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას მტკიცებით, მათ დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად გაიგეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში ინციდენტი მოხდა და მას მანდატური შეესწრო.

როგორც ყენიამ განაცხადა, ის ხორავას ქუჩიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა, სადაც გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში რაღაც ინციდენტი მოხდა.

ამის შემდეგ ყენიას და თურქაძის თქმით, ორივე მათგანმა გამოკითხეს მანდატურები, რომლებმაც თქვეს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ყენიას თქმით, თუკი მანდატური რაიმე ფაქტს შეესწრებოდა, იმ მოსწავლეს აუცილებლად მიუყვანდა დირექტორს, თუმცა უბედურ შემთხვევამდე ეს არ მომხდარა.

“პირადად მე დღეს, თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ მანდატურს ამის შესახებ არ უთქვამს“, - განაცხადა მანანა თურქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილის განცხადებით, დღეს პირველად გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს მანდატური შეესწრო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა