ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ცენტრს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც რეგიონის მასშტაბით კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ოფისი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ქალაქის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა მოემსახურება.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამშრომლების და მედპერსონალისთვის სამუშაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და უზრუნველყოფა, რაც ვფიქრობ დადებითად აისახება მუნიციპალიტეტში გადაუდებელი დახმარების ხარისხზე. ფოთში ასევე განვათავსეთ რეანიმობილი, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებას, რაც რეგიონის მასშტაბით დადებითად იმოქმედებს რეაგირებაზე და მიწოდებული სერვისის ეფექტურობაზე“, - განუცხადა ჟურნაისტებს ავთანდილ თალაკვაძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა