შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კრიმინალისტიკით და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კრიმინალისტიკით და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ეწვივნენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი კარიერის დაგეგმვის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა პროფესიონალი ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით იმიტირებული შემთხვევა გამოიძიეს. ვიზიტის განმავლობაში ახალგაზრდები ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის სპეციფიკას, მათ სამუშაო გარემოს და პირობებს გაეცნენ.

ღონისძიების მიზანი იყო სამართლის სფეროთი და კრიმინალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, სამომავლოდ ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიის არჩევის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის დეტალურად გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა