გია გაჩეჩილაძე - პარლამენტმა მუშაობა სრულად თბილისში უნდა გააგრძელოს, განსაკუთრებით, როდესაც საგანგებო სიტუაციაა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მუშაობა სრულად თბილისში უნდა გააგრძელოს.მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამის მიზეზად საგანგებო სიტუაციების დროს გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღება დაასახელა.

გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა სტიქის ზონაში სამხედრო ძალის გაგზავნის თემაზეც და განაცხადა, რომ ეს იქნება ტექნიკა, რომელსაც რთულ პირობებში შეუძლია გავლა.

„ეს არ იქნება შეიარაღებული ძალები, ეს იქნება ტექნიკა და დიდი ტევადობის მანქანები, რომელთაც გაუვალ პირობებში შეუძლიათ გავლა, ასევე, ტრანსპორტიორები, რომელთაც შეუძლიათ ადიდებულ მდინარეში შესვლა. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ქუთაისში გვიწევს ჩამოსვლა. სჯობს ეს ყველაფერი თბილისში ოპერატიურად ხდებოდეს, განსაკუთრებით, როდესაც საგანგებო სიტუაციაა. სჯობს, სრულად გადავიდეს პარლამენტი თბილისში, რადგან ხარჯთანაა დაკავშირებული და კარგად იმოქმედებს ოპერატიულობაზე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გაყვანის მიზნით დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა