საქართველოში 12 ივლისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 12 ივლისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, 12 ივლისიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

„9 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება დაბლობში 37, ხოლო მთიან რაიონებში 35 გრადუსამდე.

მზიანი ამინდები 12 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. მაგრამ ცხელი ჰაერი შეუწყობს ხელს კავკასიონის ქედის მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმას.

აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე, როგორც დასავლეთით, ზოგან შესაძლოა ნალექის სახით მცირე წვიმა. წვიმა მოსალოდნელია უფრო საღამოსა და ღამის საათებში“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლს, 12 ივლისამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„12-ში დღის მეორე ნახევრიდან კვირის ბოლომდე იქნება თითქმის ყოველდღე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ბათუმსა და ქობულეთის ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს 32 გრადუსამდე, გურიისა და სამეგრელოს სანაპირო ზოლზე 35 გრადუსამდე. 12 ივლისიდან კვლავ ტემპერატურის კლებას ველოდებით“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა