თურქეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტში იმყოფება შესაბამის უწყებებთან, თუმცა საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის დროს 24 ადამიანი დაიღუპა და 388 დაშავდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოადგილე რეჯეფ აკდაღზე დაყრდნობით ტელეარხი CNN Türk იუწყება.

სამგზავრო მატარებელი კაფიკულე-სტამბოლის მარშრუტით მოძრაობდა. თექირდაღის პროვინციაში შემადგენლობის ნაწილი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის მიზეზი გახდა ხანგრძლივი წვიმა, რომელმაც რელსები და წყალგამტარი გვირაბი დააზიანა.

CNN Türk-ის ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დილის 6 საათზე დასრულდა. ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი, 124 მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა