სოზარ სუბარის ინფორმაციით, წუხელ პრობლემები შეიქმნა ჭუბერის ხეობაში შესასვლელ გზასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კი, ეს საშიშროება მოხსნილია

გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ნენსკრას წყლის დონის მატებამ ჭუბერში კვლავ პრობლემები გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, პრობლემები შეიქმნა ხეობაში შემოსასვლელ გზასთან დაკავშირებით და არსებობდა გზის წაღების საშიშროება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და მოხდა გზის გამაგრება. ამ ეტაპზე კი გზის წაღების ან დაზიანების საფრთხე მოხსნილია.

მინისტრის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა კიდევ ერთი მონიტორინგი და მოხდა სხვადასხვა ტერიტორიების დათვალიერება.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოხსნილია ქალდანების სახლის წაღების საშიშროება.

ამასთან, გზების საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში მდინარე ნენსკრას მარჯვენა ნაპირზე ბურჯის აშენებას დღის ბოლომდე პროგნოზირებენ, რის შემდეგაც სამუშაოები მარცხენა სანაპიროზე გაგრძელდება. საბოლოო ჯამში კი, ხიდის მშენებლობის დასრულებას 3-4 დღეში პროგნოზირებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო