თბილისის რაიონების გამგეობების მიერ ჭუბერის მოსახლეობისთვის 10 ტონამდე პროდუქტი შეგროვდა

ჭუბერში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის თბილისის რაონების გამგეობების მიერ 10 ტონამდე პროდუქტი შეგროვდა.

დიდუბის რაიონის გაგეობასთან, ჭუბერის მოსახლეობის დასახმარებლად არამალფუჭებადი პროდუქტებისა და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით ტრაილერის დატვირთვის პროცესს დღეს თბილისის ყველა რაიონის გამგებელი ესწრებოდა. სხვადასხვა სახის პროდუქტის შეგროვებაში თბილისის ყველა რაიონის გამგეობა მონაწილეობდა.

ჰუმანიტარული ტვირთის ჭუბერში გაგზავნის პროცესს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

„ჭუბერში გასაგზავნად საკუთარი სახსრებით თბილისის გამგეობების თანამშრომლებმა შეაგროვეს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მიხარია, რომ ამ ინიციატივას შემოუერთდნენ რაიონების მიხედვით მოქალაქეები, ბიზნესის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქტი იგზავნება ჭუბერის მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ინიციატორი კი დიდუბის რაიონის გაგებელი ირმა ზავრადაშვილი იყო.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში გასაგზავნად არამალფუჭებადი პროდუქტი: პურის ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეული, პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები, პლედები შეგროვდა.

დიდუბის რაიონის გამგებელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ აქციაში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჭუბერის მოსახლეობას მომავალშიც დაეხმარებიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო