ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდების გამოყვანის ოპერაცია შეჩერდა

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდების გამოყვანის ოპერაცია შეჩერდა და ხვალ განახლდება. გამოცემა The Nation-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში დღეს გამოქვაბულიდან კიდევ 4 მოზარდი გამოიყვანეს. შესაბამისად, 8 მოზარდის გადარჩენის შემდეგ გამოქვაბულში კიდევ 4 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი რჩებიან. სავარაუდოდ, გამოქვაბულიდან მათი გამოყვანის ოპერაცია ხვალ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც მოულოდნელი წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა