მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი - რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა, ტყუილების და ბინძური ჭორების მოგროვების ნიმუშია

ის, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა, ტყუილების და ბინძური ჭორების მოგროვების ნიმუშია, - ამის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.

“ეს არის Fake news. მათ უნდათ, ყალბ რეალობაში დააჯერინ საზოგადოება და შექმნან საზოგადოებრივი აზრი ამ ყალბი რეალობის მოწოდებისთვის. მე მაგას არ დავარქმევდი კვლევას. ჩემი აზრით, ეს არის ტყუილების და ბინძური ჭორების მოგროვების ნიმუში. შეაგროვა ჭორები ოლიკო შერმადინმა და აი ეს ბინძური ჭორები მოგვართვეს ამ ფურცლებზე. რა სტანდარტი შემოაქვს ახლა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“, 7 რესპონდენტი ჰყავდა, მათ შორის ორი ყოფილი მოსამართლე, ერთი იყო სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი და ორი - მოქმედი ადვოკატი. თუკი განაწყენებულ ადამიანს აზრს კითხავ, რა თქმა უნდა ამავე პოზიციიდან გიპასუხებს. ეს ცუდი სტანდარტია და ამ სტანდარტის შემოღება იქნება არასწორი“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მისივე თქმით, ეკა გიგაურზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი სწორი არ იქნება. “2007-2008 წლებში მე ვმუშაობდი სასაზღვრო პოლიციაში, ვიყავი შიდა ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ეკა გიგაური კი იყო სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე. სხვათა შორის, მან მიმიღო სამსახურში, რადგან საატესტაციო კომისიას კურირებდა, ანუ ხელმძღვანელობდა ფინანსებს, კადრებს, იურიდიულ, საერთაშორისო სამსახურს, პროტოკოლს და იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. მე, როგორც შიდა ინსპექციის თანამშრომელი, ვხვდებოდი კონფიდენციალურად იმ დროს სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ეკა გიგაური მსხვილ ტენდერებს აგებინებდა თავის ახლობლებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებს. რეალური ხალხი დღესაც ციცხლები არიან, რეალობას ვამბობ, თუმცა მტკიცებულებები ხელში არ მქონდა, უბრალოდ კონფიდენციალური საუბრები ამას ამტკიცებდნენ, უბრალოდ სიტყვიერად. ეკა გიგაური არის კორუმპირებული. იმ პერიოდში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეც კი აღიძრა, ამის გადამოწმებაც შეიძლება გენერალურ ინსპექციაში. ახლა აი ამის საფუძველზე, რაც იმ პერიოდში კონფიდენციალურ საუბრებში მსმენია, ჭორის დონეზე რომ ვთქვა, რომ ეკა გიგაური ტენდერებზე აღძრული საქმეების გამო გარიგებაში იყო ყოფილ ხელისუფლებასთან, მართალი ვიქნები? უფრო მეტიც, მე ვიცი, რომ 2007 წელს 21 ნოემბერს იმდროინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილა მიანიჭა ეკა გიგაურს რიგგარეშე სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდება 21 ნოემბერს. კონფიდენციალურ საუბრებში ამბობდნენ, რომ ეკა გიგაურმა ეს რიგგარეშე წოდება 7 ნოემბრის აქციის დარბევის უზრუნველყოფაში მიიღო. ახლა ჭორებზე დაყრდნობით რომ ვამტკიცო ეს ამბავი სიმართლეათქო, მართალი ვიქნები?! ალბათ არ ვიქნები მართალი. არც ეკა გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი იმ დაუსაბუთებულ ჭორებზე, რომელიც გაავრცელეს. ამ სტანდარტის წინააღმდეგი ვარ მე. ვფიქრობ, ეს რომ არ უნდა გაგრძელდეს და რაღაც ღონისძიება უნდა მოვიფიქროთ“, - განაცხადა მეთოფიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა