მამუკა ბახტაძე - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმება სიურპრიზი არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმება სიურპრიზი არ ყოფილა, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებაში ყოველთვის იყო ამისი განცდა, რომ რეალურად, ამ ორ პარტიას აერთიანებს საერთო საფუძველი და ის „ღირსეული წარსული“, რომელიც მათ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ, რომ ეს სიურპრიზი იყო ბევრისთვის, ალბათ ასე არ იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა. უგულავას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ.

„ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა