გიორგი რომანაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით მჭედლიშვილთან ერთად, კარიერის დასახლებაში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, კარიერის დასახლება ტურისტულ სეზონს კეთილმოწყობილი ქუჩებით შეხვდება. ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები და ტროტუარები. ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე დეკორატიულ ფილებს აგებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარია გათვალისწინებული.

„საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმავე დღეს მდინარე კინტრიშის კალაპოტის სამუშაოები დაათვალიერეს. გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად, შესაბამისი სამსახურები მიმდებარე ტერიტორიასაც აწესრიგებენ, სანაპირო იწმინდება სარეველებისგან. პროექტის ფარგლებში ანალოგიური სამუშაოები იგეგმება მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნებისთვის. ამ მიზნით ქობულეთის ბიუჯეტიდან 35 924 ლარი დაიხარჯება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა