გორში ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილების ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერმა ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილების ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება 163 მეტრის სიგრძის მამარდაშვილის ქუჩის ასფალტირება, არსებული კანალიზაციის მოწესრიგება, ბეტონის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტირდება ბეტონის სანიაღვრე არხი რუსთაველის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის კვეთამდე და მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ჩოდრიშვილის 139 მეტრიანი ქუჩის ასფალტირებას. ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბორდიურები გაზონების გარშემო და ლითონის ცხაურები ეზოებში შესასვლელებში.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩოდრიშვილის ქუჩიდან სტალინის ქუჩაზე მოხვედრას თამარ მეფის ქუჩის დაუხმარებლად შევძლებთ. ქუჩა, სამხრეთით მდებარე გასასვლელის საშუალებით, პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ გამზირს.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 188 459 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქმშენსტუდია 2002“ აწარმოებს.

პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა