საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ინტენსიფიკაციის საკითხები განიხილა

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ნატოს ახალ სათავო ოფისში გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ვიქტორ ორბანთან ის საკითხები განიხილა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის პროგრესს უკავშირდება და რომელიც საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთს მადლობა გადაუხადა დღეს ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად.

შეხვედრაზე განიხილეს ის სამუშაო, რომელიც საქართველომ მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩაატაროს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობათა ფანჯრის გაჩენასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მისასალმებელია ნატოს პოზიცია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა საქართველოს მომზადება მოხდეს წევრობისთვის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა და აღინიშნა, რომ ქართულ - უნგრულ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას ახალ სტიმულს შესძენს უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები საქართველოში.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისათვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც ისინი უნგრეთის მთავრობის სტიპენდიებით სარგებლობენ და უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ევროპულ განათლებას იღებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი