კახა კალაძე - გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გენგეგმაზე გაკეთებული განცხადებებით - საუბარი მაქვს იმ გაკოტრებულ პარტიაზე, რომელიც არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

ცოტა გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გენგეგმაზე გაკეთებული განცხადებებით. ეს არ ეხება ყველა ოპოზიციურ ძალას, საუბარი მაქვს იმ გაკოტრებულ პარტიაზე, რომელიც არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ 3-თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, საკრებულოში გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა ის ძირითადი, კონცეპტუალური თანამდროვე მიდგომა, რასაც მწვანე, კომპაქტური და შეკავშირებული ქალაქი ჰქვია, წლების განმავლობაში განვითარდეს ისე, რომ ჩვენს ქალაქს აღარ მოუწიოს იმგვარ გამოწვევებთან გამკლავება, როგორის წინაშეც დღეს დგას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს, როდესაც მერიამ „სითი-ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გენგეგმა აღსრულებად დოკუმენტად აქცია, ოპოზიცია მას აკრიტიკებს. მან მერიის თანამშრომლებს დოკუმენტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ცოტა გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით. ნამდვილად გასაკვირი იყო იმიტომ, რომ პირველად დოკუმენტზე, რომელიც „სითი-ინსტიტუტმა“ შემოიტანა და რომელსაც სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რომ მიგვეღო ეს დოკუმენტი. მინდა მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო იმაში, რომ დოკუმენტი გამართული ყოფილიყო და არ ყოფილიყო უბრალოდ სადღეგრძელო და ლამაზი სიტყვები. დღეს „სითი-ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მივიღეთ გამართული დოკუმენტი და ოპოზიცია გვეუბნება, რომ ის არის ხარვეზიანი. ყველა რეფორმის განხორციელების დროს მათ აქვთ ერთნაირი პოზიცია. საერთოდ არ არის ჩემთვის მათზე საუბარი საინტერესო, უბრალოდ საზოგადოებას მინდა დავანახო მათი რეალური სახე. რა თქმა უნდა, ყველა ოპოიციურ ძალას არ ეხება, საუბარია კონკრეტულად იმ გაკონტრებულ პოლიტიკურ პარტიაზე, ვინც ამ მიმართულებით არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა.

დღეს გენგეგმა ვაქციეთ პრაქტიკულად აღსრულებად დოკუმენტად, ისე, რომ არც ერთი კონცეპტუალური მიდგომა, ზონირების არც ერთი მაჩვენებელი არ შეგვიცვლია, პირიქით, ტყეს აღვუდგინეთ სტატუსი, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - 2009 წელს გაქრა. აი ამ ყველაფრის ფონზე ისინი ამ დოკუმენტს აკრიტიკებენ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დეველოპერებთან შეხვედრა შედგა და მერიის წარმომადგენლებმა მათ გენგეგმით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნეს.

"ჩვენ გუშინ დეველოპერებსაც გავაცანით გენგეგმის პროექტი, განვიხილეთ ძირითადი გამოწვევები და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმეთ, მათ შორის, კანონმდებლობის ფორმირებისა და სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება - მიიღებს ყველა იმ სამართლიან შენიშვნას, რომელიც სერვისების მიწოდების ნაწილში შეიძლება არსებობდეს,"- აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა