„თიბისი ბანკი“ – EuroMoney-მ „თიბისი ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა EuroMoney „თიბისი ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯილდო „თიბისი ბანკმა“ ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის საამაყოა Euromoney -ს პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თიბისი ბანკის“ ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა.

Euromoney-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა