გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

მემორანდუმი, რომელსაც დღეს გავაფორმებთ არის ევროკავშირის სიგნალი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა ქრისტოს სტილიანიდისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს, გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ხელშეკრულება საშუალებას მისცემს საქართველომ მოახდინოს მეტი ჩართულობა და ევროკავშირისგან მიიღოს სწრაფი დახმარება სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა ევროკომისარმა სტილიანიდისმა.

ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალ წელს ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისათვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.

ევროკომისართან შეხვედრაზე, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურის მთავარი მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის ერთიანი სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის წევრი.

ევროკომისარი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისი მეორე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ხოლო, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეზენტაციას და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროკომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა