ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის კოკა კობალაძისგან სამართალდამცველებს მამის შესახებ სურდათ ინფორმაციის მიღება

ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის კოკა კობალაძისგან სამართალდამცველებს მამის შესახებ სურდათ ინფორმაციის მიღება. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კობალაძესთან სახლში ორი პოლიციელი მივიდა, მას კითხვები დაუსვა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ორი პოლიციელი მივიდა, ერთ-ერთს ტაბელური იარაღი ჰქონდა და პოლიციელის ფორმა ეცვა. შევიდნენ, უთხრეს , რომ აინტერესებდათ, სად იყო მამამისი. ამის შემდეგ, შეადგინეს ოფიციალური აქტი ოქმის სახით, სადაც დააფიქსირეს, რომ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. კითხეს , თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა სახლში. როდესაც ოქმზე ხელი მოაწერინეს, ჰკითხეს, სახლში იყო თუ არა ვინმე. მან განუცხადა, რომ სახლში არავინ იყო. მერე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა - ვის ატყუებ, შენ იცი მამაშენი სადაც არისო, მამაშენთან კომუნიკაცია გაქვსო და ითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატისთვის უცნობია, რატომ აინტერესებდათ პოლიციელებს კოკა კობალაძის მამის ადგილსამყოფელი.

ამასთან, კობაიძის ინფორმაციით, მომხდარზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალოვან უწყებაში უკვე გამოკითხეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა