დავით სერგეენკო - წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს - საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები წამლის ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე დაუსვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს - საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა.

სერგეენკოს განმარტებით, გასულ წელს დაწყებული პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ერთ ლარად შეიძინონ მედიკამენტები, მიმდინარე წლის ივლისში გაფართოვდება, რათა პენსიონერებმაც და შშმ პირებმაც შეძლონ შეღავათებით სარგებლობა.

დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით და ჩაერთონ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

რაც შეეხება ფასებს, დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100%-ით კერძოა.

„სახელმწიფოს არ აქვს საპირწონე, შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს 3 მიდგომა პირველი - კერძო - სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელები, რასაც ვიყენებთ. მეორე - დააწესოს მოგების ზღვრები და მესამე - უზრუნველყოს სისტემის მაქსიმალური კონკურეტუნარიანობა. კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფილია, რადგან ბაზარი მართლაც გახსნილია. თანამშრომლობა, ჩემი აზრით, უმჯობესდება ბოლო პერიოდის განავლობაში; ზღვრის დაწესებას რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია, მოგების ზღვარი დავუწესოთ მწარმოებლის ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ მწარმოებლის ფასზე. თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს თემა დახურულია. ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე კონსულტაციები, რომელსაც ალბათ გავაგრძელებთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა