მაია ცქიტიშვილი - სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებეზე ისაუბრა. რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება ახმეტის, თუშეთის, რაჭის, უშგულის მუნიციპალიტეტებში, კურორტ ლებარდეზე. ასევე დასკვნით ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი.

"სამინისტროში გადმოვიდა სივრცითი დაგეგმარების ფუნქცია და ჩვენ ბუნებრივია ვეცდებით მაქსიმალურად ორგანულად განვითარდეს ეს ფუნქცია რეგიონების განვითარების სტრატეგიების ჭრილში. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ როგორც ექსპერტების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

ამ მიზნით, ვფიქრობთ სამინისტროში შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შევქმნათ თითოეულ ამ დასახლებაში და ეკონომიკურად საინტერესო რეგიონებში ის განვითარების გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების სწორ და მდგრად განვითარებას ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა