პრემიერი - კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი რომ იყო, ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად

კახა კახიშვილი რომ იყო წარმატებული მინისტრი, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მოხსნეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი.

„მასზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში ჩვენ არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან მე განვაცხადე, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო. რა თქმა უნდა, სწორედ ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ კახა ამ მნიშვნელოვან პოზიციას თავს წარმატებით გაართმევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს