გიორგი გახარია - სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში

სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში, მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისა და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხდა, რითაც უპასუხა პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ლომაიას კითხვას - რატომ მოიხადა მან ბოდიში, კლუბში სპეციალური საპოლიციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ეს ღონისძიება წარმატებული იყო.

„ეს იყო სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ეფექტური და წარმატებული, რომლის დროსაც 8 ნარკორეალიზატორი იყო დაკავებული. მათი გარკვეული ნაწილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჩვენებებს იძლევიან. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს მოვიხდი. უბრალოდ, ამ სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისა და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში და იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის”, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა