გახარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე - დავუშვათ მართლა შეგვეშალა და ვიღაც გარდაცვლილია, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, თუ ის, რომ ვინმე დამნაშავე გაგვპარვოდა

დავუშვათ მართლა შეგვეშალა და ვიღაც გარდაცვლილია, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, თუ ის, რომ ვინმე დამნაშავე გაგვპარვოდა? - ამის შესახებ კითხვითვე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სამთავრობო გუნდის წარდგენისას „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეკითხვას, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას და მასში გარდაცვლილი პირების საკითხს შეეხებოდა.

სერგი კაპანაძემ პრემიერ მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს სავარაუდოდ იმ პირთა ფოტოები აჩვენა, ვინც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ინფორმაციით, მონაწილეობდნენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში საოკუპაციო ხაზთან.

სერგი კაპანაძემ ფოტოები მას შემდეგ წარმოადგინა, რაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაუსვა შეკითხვა, თუ ჰყავდა ქართულ მხარეს იდენტიფიცირებული ის პირები, ვინც ვიდეო კადრებში ჩანს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროს.

„მე მაინტერესებს ეს პირები არიან თუ არა იდენტიფიცირებული. ახლა შემიძლია წარმოგიდგინოთ ის პირები, ვინც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არიან იდენტიფიცირებული. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი ადამიანი მოხვდა ამ სიაში. მაინტერესებს ჰყავს თუ არა გამოძიებას ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და თუ ჰყავს, რატომ არ არიან შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში?“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ სერგი კაპანაძის შეკითხვაზე განმარტა, რომ ეს ადამიანები დადასტურებულად არ არიან იდენტიფიცირებული. „მე მგონი თქვენ ხვდებით, რომ ეს არის განსაკუთრებული ტრაგიკული შემთხვევა და გამოძიებას ჰქონდა სერიოზული შეზღუდვები. გეუბნებით, რომ გამოძიება მიმდინარეობს . ეს ადამიანები იდენტიფიცირებული რომ იყვნენ, მათ ექნებოდათ წაყენებული ბრალი“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

სერგი კაპანაძე სამთავრობო გუნდისგან დაინტერესდა ასევე საკითხით, თუ რატომ მოხვდა გარდაცვლილი ხალხი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში. „თუ ეს ყველაფერი იცით, გარდაცვლილი ადამიანები ამ სიაში როგორ მოხვდნენ?! როგორ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანების წინააღმდეგ იქნას გატარებული რაიმე სანქცია?! შეცდომა იყო ეს თუ შეგნებულად გააკეთეთ?!“, - აღნიშნა სეგი კაპანაძემ.

„საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი მტკიცებულებები ამ ხალსის გარდაცვალების შესახებ დადასტურებული არ გააჩნია. საჯაროდ არსებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ასეთ და მსგავს ბრალდებებში მოხვედრილი ადამიანი არ მოხვდეს ამ სიაში, არ არის საკმარისი.

თქვენ ხომ ახლა კომისიას ხელმძღვანელობთ, ის 5 კაცი, რომელიც ასე ლამაზად და შთამბეჭდავად წარმოადგინეთ, იმ სიაში არ მოხვდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მათ წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად არ იყო. დავუშვათ მართლა ვიღაც შეგვეშალა და ვიღაც გარდაცვლილია, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, თუ ის, რომ ვინმე გაგვპარვოდა?!“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა