თბილისში ტატა თვალჭრელიძის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისში, ფერმწერთა ქუჩის მიმდებარედ, კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძის ქუჩა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ქუჩას სახელი თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 2016 წელს მიენიჭა.

მემორანდუმი ქალაქის ურბანულ საკითხებში გენდერული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, თბილისში არსებულ 50 ქუჩას იმ ქართველ ქალთა სახელები მიენიჭა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბირბიჩაძე და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ტატა თვალჭრელიძის ოჯახის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა