გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს

პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ TV-25-ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არ აქვს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს. ეს ყველაფერი ახლა ‘“ქართულ ოცნებაში“ მყოფმა „ნაციონალებმა“ კი არ ქნეს, არამედ მათ, ვინც თავიდან იყვნენ „ოცნებაში“. კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა კითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, კითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა