ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ ავარიის დროს მანქანაში მყოფი ერთი ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი - ორი ბავშვი და მამა გარდაიცვალა, ხოლო ბავშვების დედა და ბებია დაშავდა.

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა