საერთაშორისო არტ-ფესტივალი „ხელოვნება ღია სივრცეში - ნარატიული ტალღა“ თბილისშიც ჩატარდება

დღეს საერთაშორისო არტ-ფესტივალი „ხელოვნება ღია სივრცეში - ნარატიული ტალღა“ 25 ქვეყნის პარალელურად, თბილისშიც ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მხატვართა საერთაშორისო მოძრაობა „Narattive Movements“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოღვაწე მხატვრების გამოფენას სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერი “ხელოვნება ღია სივრცეში - ნარატიული ტალღა“ დღეს უმასპინძლებს.

არტ-ფესტივალი დღეს მსოფლიოს 25 ქვეყანაში (ინდოეთი, საფრანგეთი, ინგლისი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ.) ერთდროულად ჩატარდება.

მხატვართა საერთაშორისო მოძრაობა ,,Narattive Movements“ მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ფესტივალში 170-ზე მეტი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან ამ ღონისძიებას 16 ქართველი ხელოვანი შეუერთდება. მათ შორის სამი მოზარდია.

საერთშორისო არტ-ფესტივალის ორგანიზატორების ნინა დარჩიასა და მალხაზ ვარშანიძის ინიციატივით, გამოფენის ჩასატარებლად არჩეულია ძველი თბილისის ტერიტორია, ვინაიდან ეს ადგილი თავისთავად მოხვდება ფოტოებში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი დედაქალაქის პოპულარობასა და ხელოვანი ადამიანების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მხატვართა ეს მოძრაობა ცნობილმა ინდოელმა მხატვარმა ბიბექ სანტრამ (Bibek Santra) დააარსა. მან რამოდენიმე მოხალისე ხელოვანთან ერთად დაიწყო გამოფენების მოწყობა ღია სივრცეებში, რომელიც მიზნად ისახავდა სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას.

მათივე ცნობით, 10 წლის წინ, ბიბექ სანტრას ხელმძღვანელობით და რამოდენიმე მოხალისე მხატვრის ინიციატივით დაწყებულმა ამ მოძრაობამ საერთაშორისო სახე მიიღო და მას მრავალი ქვეყნის მხატვარი შეუერთდა. ღია სივრცეებში გამოფენილი მხატვართა ნამუშევრების ასლები მიზნად ისახავს ადამიანების მეტად დაახლოებას ხელოვნების ამ დარგთან და მხატვრებთან უშუალო, გულღია საუბრებს, რაც მათში იწვევს დადებით ემოციებს. თანამედროვე ხელოვნება ესაა ალეგორიული, ავტობიოგრაფიული, სიმბოლური, თხრობითი, მეტაფორული და არის მხატვრის შემოქმედებითი სათქმელის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ადამიანების ემოციების განმუხტვას ემსახურება, ზოგიც ახლიდან აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.

გამოფენა სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში 17:00-დან 21:00 საათის განმავლობაში ჩატარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო