ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი - ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი, სამივე მათგანს გულმკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტი მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი- ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტების იყვნენ მობილიზებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ცენტრალურ გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა