მაიკ პომპეო - ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოსკოვზეა დამოკიდებული

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოსკოვზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მაიკ პომპეომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს აშშ-ს პრეზიდენტი და მე ჩვენს რუს კოლეგებს ჰელსინკიში შევხვდებით. რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესება ყველას წაადგება, მაგრამ ბურთი რუსეთის მოედნის ნახევარზეა“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აშშ განაგრძობს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მავნე საქმიანობისთვის“.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა 2017 წლის 7 ივლისს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც ჰამბურგში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა