შალვა თადუმაძე - ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია

ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან ის რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით საქართველომ საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაიზიაროს.

“სისხლის სამართლის კოდექსს“ რაც შეეხება, ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან ის რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების არგათვალისწინება სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გამოცდილება არის ასეთი - პედოფილიაში მსჯავრდებული პირი 30 წლის შემდეგ არ შეიძლება აიყვანონ აღმზრდელად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას ნასამართლობა გასული აქვს, ეს გარკვეულად ნდობის ხარისხსაც და რისკებს შეიცავს. ამ მიმართულებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა