მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით, პარიზის ექვს მეტროსადგურს დროებით სახელი შეეცვალა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით, პარიზის სატრანსპორტო სამმართველომ ექვს მეტროსადგურს დროებით სახელი შეუცვალა. ამის შესახებ ნათქვამია პარიზის სატრანსპორტო სამსახურის განცხადებაში.

მეტროსადგურების სახელის დროებითი შეცვლა სიტყვების თამაშს ეფუძნება. კერძოდ, მეტროსადგურ Victor Hugo-ს დროებით დაერქვა Victor Hugo Lloris საფრანგეთის ნაკრების მეკარის უგო ლორისის საპატივსაცემოდ. მეტროსადგურ Сhamps-Elysees – Clemenceau-ს სახელი გადაერქვა და Deschamps Elysees – Clemenceau ეწოდა, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის საპატივსაცემოდ.

დღეს ელიზეს სასახლეში საფრანგეთის ნაკრებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიღებს.

გუშინ საფრანგეთის ნაკრებმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4-2 დაამარცხა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა