ირაკლი კობახიძე - პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია - შალვა თადუმაძეს საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავება

პროკურატურის წინაშე არის მნიშვნელოვანი გამოწვევები - შალვა თადუმაძეს საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავარი პროკურორის არჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა შალვა თადუმაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო.

„შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი. მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი. არის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროკურატურის წინაშე. საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია შალვა თადუმაძეს ამ თანამდებობის დაკავება. არის სერიოზული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შალვა ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა