თბილისში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

17-19 ივლისს თბილისში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ”, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე, შსს-ს ცნობით, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ავტოტრანპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა