ადვოკატი - შოაიფ ბორზიევი ტერაქტის მომზადებას კატეგორიულად უარყოფს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის შოაიფ ბორზიევის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საბოლოო სიტყვით ისარგებლებს და სასამართლოს ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებებს მისცემს. როგორც ბორზიევის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერორიზმის ნაწილში წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"შოაიფ ბორზიევი თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალში. მოგეხსენებათ მას ბრალი ტერორიზმის დახმარების მუხლით აქვს წაყენებული. ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ კონკრეტულ გარემოებებთან მიმართებაში, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებაში. ჩვენ სწორედ ამ მოტივით არ მივეცით სასამართლოს ჩვენება, თუმცა საბოლოო სიტყვაში ის კონკრეტულ განმარტებებს გააკეთებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ის კატეგორიულად უარყოფს ტერორისტული აქტის მომზადებას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში მონაწილეობას. ის საქართველოში სხვა მიზნით იმყოფებოდა, აბსოლუტურად კანონიერად და არანაირი დანაშაულებრივი განზრახვები არ ჰქონია. იარაღის ნაწილში კონკრეტულ მიზანს, თუ რატომ ატარებდა, გააჟღერებს საბოლოო სიტყვაში", - განაცხადა გია ტაბლიაშვილმა.

სუს-მა ანატიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა